ჰაცუ ბაშო: ვის შეხვდებიან ტოჩინოშინი და გაგამარუ?

AutoSharing Option
11 იანვარს, ჰაცუ ბაშოს დაწყებამდე ორი დღით ადრე ტურნირის პირველი ორი საშეჯიბრო დღის განრიგი გამოქვეყნდა.

ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე 2019 წლის პირველ ტურნირს დასავლეთის მე-2 მეგაშირასთან, იაპონელ ჰოკუტოფუჯისთან ბრძოლით დაიწყებს. ხოლო მეორე დღეს აღმოსავლეთის მე-2 მეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდება.

ჰოკუტოფუჯისთან ტოჩინოშინს დადებითი ბალანსი 2:1-ზე აქვს, ნიშიკიგისთან კი - 3:1-ზე.

შეგახსენებთ, რომ ბაშოზე გორგაძეს მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებს.

ჯურიო დივიზიონში დაბრუნებულმა გაგამარუმ, იგივე თეიმურაზ ჯუღელმა სეკიტორის სტატუსიც დაიბრუნა. თუმცა, გაგამარუ ბოლო საფეხურზეა განთესილი ჯურიოში და მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) უფლება
არა აქვს, თორემ ისევ მაკუშიტაში დაქვეითდება.

ჯუღელის პირველი მეტოქე 22 წლის მონღოლი რიკიში, კირიბაიამა იქნება, რომელიც პირველად იმყოფება მაკუშიტას სათავეში და სეკიტორის სტატუსი აქამდე არასდროს ჰქონია. ეს სუმოისტების პირველი შეხვედრა იქნება.

Sportall.ge გალაქტიონ ესაკიას კომენტირებით იანვრის ბაშოს პირდაპირ ეთერს შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ ჰაცუ ბაშო 13 იანვარს იწყება.

altმაინც გამოდის! - ტოჩინოშინი, ტრავმის მიუხედავად, ჰაცუ ბაშოზე იასპარეზებს

ასევე დაგაინტერესებთ