ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა ჰოკიტოფუჯი იყო, რომელმაც ქართველი ფალავანი ოშიდაშით გადაიყვანა.
ლევან გორგაძეს კიუშუ ბაშოზე ბალანსი 0:1-ზე აქვს, როგორც ცნობილია ის ტრავმირებული ასპარეზობს, ქართველს ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი.
ხვალ ქართველი ოძეკის მეტოქე მეორე მაეგაშირა ნიშიკიგი იქნება.
რაც შეეხება გაგამარუს,მან ჯურიო დივიზიონში დაბრუნების შემდეგ, პირველივე შეხვედრაში ჩიონორუმი დაამარცხა.
მაინც გამოდის! - ტოჩინოშინი, ტრავმის მიუხედავად, ჰაცუ ბაშოზე იასპარეზებს