ჰაცუ ბაშო. III დღე: ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 იანვარს ჰაცუ ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.

ლევან გორგაძე მიოგირიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ამის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი 0:3-ზე გახდა.

ქართველი ფალავნის მომდევნო მეტოქე ტამავაში იქნება, ვისთანაც ბალანსი 16:9-ზე აქვს.

რაც შეეხება მეორე ქართველ სუმოისტ გაგამარუს, მან ჩიონოუმი ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა და ბალანსი 2:1-ზე გაუხდა.

თეიმურაზ ჯუღელის მომდევნო მეტოქე ცურუგიშო იქნება, ვისთანაც უარყოფითი, 3:4 ბალანსი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
შენ შვილივით გგულშემატკივრობ.
წარმოიდგინე როგორ მახარებს შენი
ყოველი გამარჯვება და პირიქით დამარცხება. არ დანებდე, გააგრძელე
ბრძოლა იმათთვის ვისაც უყვარხარ.
ვეტერანი
15 იანვარი 2019 17:33
2
ალბათ სჯობია შეწყვიტოს ასპარეზობა, ლევანმა.ტრავმას უფრო გაირთულებს და მომდევნო ბაშოზეც ვეღარ შესძლებს ღირსეულად გამოსვლას.ძალიან ვაფასებ ლევანის თავდადებას,მაგრამ ასე აჯობებს.
სოსო
15 იანვარი 2019 17:22
0
ტრამვა ქონია და რო არ გამოსულიყო არ გამოდიოდა მასე? მეცოდება ტრამვიანი რო ჭიდაობს და აგებს:(
გოგა
15 იანვარი 2019 17:20
0
ერთით ნაკლები საამაყო ქართველი....

P.S. ჯობია ისევ გურამ კაშიათი ვიამაყოთ
თავნება ოსტატი
15 იანვარი 2019 15:57
22
ალბათ სჯობდა ამ ტურნირის გამოტოვება, წარმატებები ტოჩინოშინს.
x.x
15 იანვარი 2019 14:18
1
ბიჭო ისროლეთ ვინმემ თეთრი პირსახოცი.
მიხა პაპა
15 იანვარი 2019 13:37
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული