ჰაცუ ბაშო. X დღე: გაგამარუმ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
22 იანვარს ჰაცუ ბაშოს X საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც გაგამარუმ მე-6 გამარჯვება იზეიმა.

თეიმურაზ ჯუღელი კიოკუტაისეის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ გაგამარუს ბალანსი ტურნირზე 6:4-ზე გაუხდა. აღსანიშნავია, რომ აქამდე გაგამარუს კიოკუტაისეისთან უარყოფითი ბალანსი 2:5-ზე ჰქონდა.

ქართველ ფალავანს კიდევ ორი გამარჯვება დარჩა დადებითი ბალანსის გასაფორმებლად.

ჯუღელის მომდევნო მეტოქე ჰაცუ ბაშოზე ენჰო იქნება, ვისაც სულ ერთხელ შეხვედრია და ბრძოლა მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.

ბაშოს დასრულებამდე 5 დღე დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოდან ტრავმის გამო მოიხსნა.

alt

გაგამარუმ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა" style="height: 50px; width: 50px;" />ჰაცუ ბაშო. IX დღე: გაგამარუ მიტორიუს ვერ მოერია
მკითხველის კომენტარები / 3 /
ცუდი დავწერე ადმინ რამე? რატომ მიმაბლოკე?
asaqsdasa
22 იანვარი 2019 15:41
0
გაგამარუ როცა გამოდის ვიდეოს არ უღებენ? :D:D თუ არ დებთ რადგან ჯურიოს ყურებას არ გვაკადრებთ?:D:D დადეთ დადეთ გვაინტერესებს ნამდვილად.(რა თქმა უნდა თუ მოიპოვება) მადლობა წინასწარ ))
asaqsdasa
22 იანვარი 2019 12:53
0
იუთუბზე აკრიფე Enho vs Gagamaru - Hatsu 2019, Juryo - Day 11 და თავიდან ბოლომდეა ვიდეო მშვენიერი ხარისხით.
ნანა
23 იანვარი 2019 17:18
0

სიახლეები პოპულარული