ჰარუ ბაშო. III დღე: კარგი და ცუდი ამბავი [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 12 მარტს, ჰარუ ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე კომუსუბი ჰოკუტოფუჯის შეხვდა, ვისთანაც აქამდე ბალანსი 2:2-ზე ჰქონდა. ჰოკუტოფუჯიმ ქართველი ოშიდაშის ილეთით გადაიყვანა დოჰიოდან.


ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინს ბალანსი 1:2-ზე გაუხდა. აქვე გეტყვით, რომ ქართველ ოძეკის აუცილებლად სჭირდება ტურნირზე დადებითი ბალანსის მოპოვება. სხვა შემთხვევაში ის ოძეკის ტიტულს დაკარგავს.

გორგაძის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა ნიშიკიგი იქნება, რომელსაც სულ 5-ჯერ შეხვდა და აქედან 3-ჯერ გაიმარჯვა.

რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ცურუგიშოს
შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. ეს გაგამარუს პირველი გამარჯვება ჰარუბო ბაშოზე.


ჯუღელის მომდევნო მეტოქე ვაკატაკაკაგე იქნება.