ეს უნდა ნახოთ - ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოს გარეთ დააბერტყა, გაგამარუმ კი ლიდერს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 13 მარტს, ჰარუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ტოჩინოშინი იაპონელ სუმოისტს მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდა, ვისაც აქამდე 5-ჯერ შეხვდა და აქედან 3-ჯერ გაიმარჯვა. ქართველმა ფალავანმა მეტოქე იორიტაოშის ილეთით დაამარცხა და ტურნირზე ბალანსი 2:2-ზე გაუხდა.


გორგაძის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა კაისეი იქნება. ტოჩინოშინი და კაისეი ერთმანეთს ბაშოებზე სულ 18
-ჯერ შეხვდნენ. აქედან 11 ქართველმა მოიგო.

გაგამარუმ ჯურიო ლიგის ლიდერი ვაკატაკაკაგე ჰატაკიკომის ილეთი დაამარცხა და ბალანსი 2:2-ზე გაუხდა. აღსანიშნავია, რომ ვაკატაკაკაგე ქართველზე თითქმის ორჯერ ნაკლებს იწონის.


ეს თეიმურაზ ჯუღელის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა ბაშოზე. გაგამარუს მომდევნო მეტოქე კიოკუტაისეი იქნება, ვისთანაც ბალანსი 3:5-ზე აქვს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან, ძალიან მძიმედ გამოიყურება ტოჩი. რვამდე თუ ავიდა, ეგ იქნება სასწაული
lado
15:59 13-03-2019
0
დააკვირდით: მეტოქე (არა მარტო ეს) მუდმივად მარჯვენა ფეხზე აწვება.
ლევან
13:50 13-03-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული