ეს უნდა ნახოთ - ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოს გარეთ დააბერტყა, გაგამარუმ კი ლიდერს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 13 მარტს, ჰარუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ტოჩინოშინი იაპონელ სუმოისტს მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდა, ვისაც აქამდე 5-ჯერ შეხვდა და აქედან 3-ჯერ გაიმარჯვა. ქართველმა ფალავანმა მეტოქე იორიტაოშის ილეთით დაამარცხა და ტურნირზე ბალანსი 2:2-ზე გაუხდა.


გორგაძის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა კაისეი იქნება. ტოჩინოშინი და კაისეი ერთმანეთს ბაშოებზე სულ 18
-ჯერ შეხვდნენ. აქედან 11 ქართველმა მოიგო.

გაგამარუმ ჯურიო ლიგის ლიდერი ვაკატაკაკაგე ჰატაკიკომის ილეთი დაამარცხა და ბალანსი 2:2-ზე გაუხდა. აღსანიშნავია, რომ ვაკატაკაკაგე ქართველზე თითქმის ორჯერ ნაკლებს იწონის.


ეს თეიმურაზ ჯუღელის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა ბაშოზე. გაგამარუს მომდევნო მეტოქე კიოკუტაისეი იქნება, ვისთანაც ბალანსი 3:5-ზე აქვს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან, ძალიან მძიმედ გამოიყურება ტოჩი. რვამდე თუ ავიდა, ეგ იქნება სასწაული
lado
13 მარტი 2019 15:59
0
დააკვირდით: მეტოქე (არა მარტო ეს) მუდმივად მარჯვენა ფეხზე აწვება.
ლევან
13 მარტი 2019 13:50
0
sportall.ge მადლობა დროული ვიდეოებისთვის! წარმატებები ბიჭებო, ცოტა მეტი სიფრტხილე და ტაქტიკაა საჭირო რა ეტყობა გამოსვლებს მარტო ძალა ამ სპორტში აღმართს არ ხნავს!))
asaqsdasa
13 მარტი 2019 13:19
0
ხმა რატო არააქ თქვენ საიტზე არცერთ ვიდეორგოლს?? გამოასწორეთ...
Geo
13 მარტი 2019 12:58
0
მართალი ხარ,, მეგონა მარტო ჩემთან იყო ასე, რაც შეიცვალა ეს საიტი მის მერე ასეა, ხმა აღარ აქ არცერთ ვიდეოს
Vasili
13 მარტი 2019 18:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული