ეს უნდა ნახოთ - ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოს გარეთ დააბერტყა, გაგამარუმ კი ლიდერს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 13 მარტს, ჰარუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ტოჩინოშინი იაპონელ სუმოისტს მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდა, ვისაც აქამდე 5-ჯერ შეხვდა და აქედან 3-ჯერ გაიმარჯვა. ქართველმა ფალავანმა მეტოქე იორიტაოშის ილეთით დაამარცხა და ტურნირზე ბალანსი 2:2-ზე გაუხდა.


გორგაძის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა კაისეი იქნება. ტოჩინოშინი და კაისეი ერთმანეთს ბაშოებზე სულ 18
-ჯერ შეხვდნენ. აქედან 11 ქართველმა მოიგო.

გაგამარუმ ჯურიო ლიგის ლიდერი ვაკატაკაკაგე ჰატაკიკომის ილეთი დაამარცხა და ბალანსი 2:2-ზე გაუხდა. აღსანიშნავია, რომ ვაკატაკაკაგე ქართველზე თითქმის ორჯერ ნაკლებს იწონის.


ეს თეიმურაზ ჯუღელის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა ბაშოზე. გაგამარუს მომდევნო მეტოქე კიოკუტაისეი იქნება, ვისთანაც ბალანსი 3:5-ზე აქვს.