ჰარუ ბაშო. V ტური: ნახეთ, რა უქნა ტოჩინოშინმა ბრაზილიელ გოლიათს! [VIDEO]

AutoSharing Option
14 მარტს ჰარუ ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე ბრაზილიელ გოლიათს, მაეგაშირა კაისეის შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ ქართველმა კაისეისთან მე-19 ბრძოლაში მე-12 შეხვედრა მოიგო, ხოლო ტურნირზე ბალანსი 3:2-ზე გაუხდა.


გორგაძის მომდევნო მეტოქე კომუსუბი მიტაკეუმი იქნება, ვისთანაც ბალანსი 6:3-ზე აქვს.

რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუმ, იგივე თეიმურაზ ჯუღელმა ჯურიო ლიგაში მესამე მარცხი იწვნია. გაგამარუ იაპონელ კიოკუტაისეისთან ჰიკიოტოშის ილეთით დამარცხდა.


გაგამარუს მომდევნო მეტოქე დაიშომარუ
იქნება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მავაშში ხელებითუ ჩაავლო მერე იცოცხლე, ყველას ადგილზე მოსვამს!
aburjga
15:59 14-03-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული