ჰარუ ბაშო. IX დღე: ტოჩინოშინმა შოდაი დოჰიოდან გადააგდო, გაგამარუმ ტაკანოში დასცა [VIDEO]

AutoSharing Option
18 მარტს, ჰარუ ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ მაეგაშირა შოდაი უვატენაგეს ილეთით დაამარცხა.

ქართველ ფალავანს ბალანსი 6:3-ზე გაუხდა.


ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ოძეკი გოეიდო იქნება, რომელთანაც გორგაძეს ბალანსი 6:10-ზე აქვს.

რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგაში ტაკანოშოს შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. ეს ჯუღელის მეხუთე გამარჯვებაა ბაშოზე და ბალანსი 5:4
-ზე აქვს.


მისი მომდევნო მეტოქე ამინიშიკი იქნება.

altჰარუ ბაშო. VIII დღე:ტოჩინოშინის და გაგამარუს გამარჯვებები - ქართველების წარმატებული დღე

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყოჩაღ ბიჭებო.ლევანის ბრძოლა მაინც განსაკუთრებით მძიმე გამოვიდა.შემეშინდა,რომ კუნთი ვერ გაუძლებდა.მხოლოდ და მხოლოდ ნებისყოფის ხარჯზე მოიგო.
სოსო
18 მარტი 2019 15:20
1
წარმატებები ჩვენს საამაყო გოლიათებს !
მართალია ადრე სადღაც დაიდო სტატია , თუ რა შემთხვევაში შეძლებდა ტოჩი იოკოძუნას ტიტულის მოპოვებას, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით რამდენადაა ეს ყველაფერი შესაძლებელი ? (იმის გათვალისწინებით რომ ყოველ მეორე ბაშოზე ოძეკობის დაცვა უწევს ლევანს.) მჯერა, ორივე გაცილებით ბევრს მიაღწევდნენ რომ არა ტრავმები
George
18 მარტი 2019 15:12
0
ოძეკის რანგის სუმოისტი იოკოძუნა რომ გახდეს, მე როგორც ვიცი, ზედიზედ ორი ბაშო უნდა მოიგოს ან ერთი ბაშო მოიგოს და მომდევნოზე 13-2 ან 14-1 დააფიქსიროს. მეორე ვარიანტის დროს კომისიის არჩევანზეა, შეუძლიათ მიანიჭონ იოკოძუნას ტიტული, შეუძლიათ უარი თქვან, თუმცა ზედიზედ ორის მოგების შემთხვევაში გარანტირებულად ხდება იოკოძუნა
გულშემატკივარი
18 მარტი 2019 18:19
0
კუკურა რატომ არაა ამ ბაშოზე?
აბიც არაა...
კისენოსატო საბოლოოდ დაემშვიდობა სუმოს?
George
18 მარტი 2019 15:07
2
ლევანი როცა კარგ ფორმაში იყო, მაშინაც კი მარცხდებოდა შოდაისთან, ყველაზე უხერხული მეტოქეა, ტოჩიმ დღეს უმნიშვნელოვანესი გამარჯობა მოიპოვა. მეგობრებო, ცხრილი და შედეგები ამ ლინკზეა http://www.sumo.or.jp/EnHonbashoMain/hoshitori/1/1/
გულშემატკივარი
18 მარტი 2019 14:13
1
დიდი მადლობა!
aburjga
18 მარტი 2019 20:29
0
ძალიან მძიმე ბრძოლა იყო! ყოჩაღ!
მერაბი
18 მარტი 2019 13:29
1

cxrilic rom dadot dzaan dznelia xo?!

gio
18 მარტი 2019 13:16
1
სხვების შედეგებიც რომ დადოთ ამასთანავე და სატურნირო ცხრილივით რომ გააკეთოთ არ შეგიძლიათ ???
lm
18 მარტი 2019 13:15
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული