ჰარუ ბაშო. IX დღე: ტოჩინოშინმა შოდაი დოჰიოდან გადააგდო, გაგამარუმ ტაკანოში დასცა [VIDEO]

AutoSharing Option
18 მარტს, ჰარუ ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ მაეგაშირა შოდაი უვატენაგეს ილეთით დაამარცხა.

ქართველ ფალავანს ბალანსი 6:3-ზე გაუხდა.


ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ოძეკი გოეიდო იქნება, რომელთანაც გორგაძეს ბალანსი 6:10-ზე აქვს.

რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგაში ტაკანოშოს შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. ეს ჯუღელის მეხუთე გამარჯვებაა ბაშოზე და ბალანსი 5:4
-ზე აქვს.


მისი მომდევნო მეტოქე ამინიშიკი იქნება.

altჰარუ ბაშო. VIII დღე:ტოჩინოშინის და გაგამარუს გამარჯვებები - ქართველების წარმატებული დღე

ასევე დაგაინტერესებთ