ჰარუ ბაშო. X დღე: ტოჩინოშინი ოძეკი გოეიდოს ვერ მოერია, გაგამარუმ მე-6 მოგება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
19 მარტს ჰარუ ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე ოძეკ გოეიდოს შეხვდა, რომელიც მისთვის ნამდვილად უხერხული მეტოქეა. სუმოისტები აქამდე ერთმანეთს 26-ჯერ შეხვდნენ და ქართველმა მხოლოდ 10-ჯერ იმარჯვა. სამწუხაროდ, ტოჩინოშინი გოეიდოსთან უვატეჰინერის ილეთით დამარცხდა.

ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი ტურნირზე 6:4-ზე გახდა და მას დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად 2 მოგება სჭირდება.

გორგაძის მომდევნო მეტოქე ოძეკი ტაკაიასუ იქნება, ვისთანაც ქართველს 8 მოგება და 10 მარცხი გააჩნია.


რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი
ჯურიო ლიგაში ამინიშიკის შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. ამ გამარჯვებით ჯუღელის ბალანსი ტურნირზე 6:4-ზე გახდა.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე მიტორიუ იქნება, ვისთანაც ბალანსი 2:2-ზე აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ