ჰარუ ბაშო. XI დღე: ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის დაკარგვის საფრთხის ქვეშაა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 20 მარტს ჰარუ ბაშოს მომდევნო საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ოძეკი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე ოძეკი ტაკაიასუს შეხვდა და ცუკიოტოშის ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ გორგაძის ბალანსი ტაკაიასუსთან 8:11-ზე გახდა, ხოლო ტურნირზე მეხუთე მარცხი განიცადა.

ქართველ სუმოისტს 2 მოგება სჭირდება, რომ დადებითი ბალანსი გაიფორმოს. სხვა შემთხვევაში მას ოძეკის ტიტულს ჩამოართმევენ. ბაშოს დასრულებამდე კი 4 საშეჯიბრო დღე დარჩა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე იოკოძუნა ჰაკუკო იქნება, ვისაც 27-ჯერ შეხვდა და მხოლოდ ერთხელ მოუგო, კერძოდ კი, 2018 წლის მაისის ბაშოზე.


რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგაში მიტორიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო.

ამ წაგების შემდეგ გაგამარუს ბალანსი ტურნირზე 6:5-ზე გახდა.

მისი მომდევნო მეტოქე ტაკაგენჯი იქნება, ვისთანაც 3 მარცხი აქვს.


ასევე დაგაინტერესებთ