ჰარუ ბაშო. XIII დღე: ტოჩინოშინი VS კაკურიუ - ბრძოლა შედგა, გამარჯვება იოკოძუნას დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
22 მარტს ჰარუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე იოკოძუნა კაკურიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო.

აღსანიშნავია, რომ სუმოისტებს შორის აქამდე ჩატარებულ 28 შეხვედრაში ქართველმა მხოლოდ 3-ში მოიგო.

სამწუხაროდ, ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი 6:7-ზე გახდა და მას აუცილებლად სჭირდება დარჩენილი 2 ბრძოლის მოგება. სხვა შემთხვევაში ოძეკის ტიტულს ჩამოართმევენ.

მისი მომდევნო მეტოქე სეკივაკე ტამავაში იქნება, ვისთანაც ბალანსი 16:10-ზე აქვს.


რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგაში
ტობიზარუს შეხვდა და ოშიდაშის ილეთით წააგო. ჯუღელის მომდევნო მეტოქე არავაში იქნება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ოძეკის ტიტულზე დამშვიდობება მოუწევს ლევანს.... და დაბრუნება იქნება ურთულესი ამოცანა, თუ შეუძლებელი არა... ;((((
მიროსან
17:29 22-03-2019
5
წინა ბაშოზე არ უნდა ეჭიდავა
აზრი
16:00 22-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული