ჰარუ ბაშო დასრულდა: ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 მარტს ჰარუ ბაშოს დასკვნითი, მე-15 საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ოძეკი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე ტაკაკეიშოს შეხვდა და დამარცხდა, მან ტიტული დაკარგა და სეკივაკედ ჩამოქვეითდა.

ამ გამარჯვების შემდეგ გორგაძის ბალანსი ტურნირზე 7:8-ზე გახდა, მისმა მეტოქემ კი ოძეკის ტიტული მოიპოვა.

რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგაშ ჩიომარუს შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. 

გაგამარუმ ბაშო 8:7-ზე ბალანსით დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ამ ადამიანმა დამაწყებინა სუმოს ყურება და გარკვევა წესებში, მგონი ბევრსაც იგივე დაემართა, ჩემთვის ეს ადამიანი უკვე ლეგენდაა და მუდმივად საამაყოა. მადლობა ლევან
ზურა
24 მარტი 2019 17:45
2
ლევან ეგ არაფერი, შემდეგ ბაშოზე გახდები ოძეკი, უბრალოდ ცოტა მეტად არაპროგნოზირებადი გახდი რა ! მავაშში ხელის წავლება? იციან ეგ როა შენი ფავორი და მაგიტო აგებ უპირატესად! ნუ ტრავმებიც გიშლის ხელს, მოკლედ წარმატებები. გაგვახარე, მიაყოლე კაკურიუ , ჰაკუჰო და სხვები შემდეგ ბაშოზე იცოდეეე
ggg
24 მარტი 2019 13:29
0
გული არ გაიტეხო, ოქრო! შენთანა ვართ! დაიბრუნებ მალე ტიტულს.
zuka
24 მარტი 2019 13:21
0
ლევან! შენ უკვე დაწერე შენი სახელი ოქროს ასოებით საქართველოს და სუმოს ისტორიაში, დარწმუნებული ვარ რომ თუ ტრანვები ხელს არ შეგიშვილის ოძეკობა კი არა იოკოძუნობაც არ არი შენთვის მიუწვდომელი, ყველა ქართველმა გავამხნევოთ ჩვენი გოლიათი, გაუმაჯოს საქართველოს და მის შვილებს.
ქართველი
24 მარტი 2019 16:29
2
ეგ არაფერი, ლევან, წოდებები ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარი ის არი, რო შენ ჩვენი, ქართველების სიამაყე ხარ. მე მჯერა დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ გაქვს!
giglia
24 მარტი 2019 14:09
1
სამწუხაროა ძალიან, ახლა ოძეკის ტიტულის დაბრუნებისათვის შემდეგ ბაშოზე 15 დან 10 ბრძოლა უნდა მოიგოს, რაც უკვე საკმაოდ ძნელი იქნება. იმედი ვიქონიოთ, რომ ლევანი ამას მოახერხებს.
გერა
24 მარტი 2019 13:13
0
რაც შეგეძლო გააკეთე ლევან, გული არ გაიტეხო! შენ არ წაგიგია ეს ბაშო, ტრამვებმა წაგაგებინა. ყველაფერი არაა სპორტსმენზე დამოკიდებული სამწუხაროდ.მოირჩინე ტრამვა და წინ ახალი წარმატებებისკენ!
aleksandre
24 მარტი 2019 13:00
0
საქართველოს საამაყო კაცი ხარ ლევან! დარწმუნებული ვარ მალე მოიშუშებ ტრამვას და ისევ გაახარებ შენს გულშემატკივარს. ღმერთმა გაგაძლიეროს!
გიო
24 მარტი 2019 18:31
0
შენს გვერდში ვართ ძამია,გული არ გაიტეხო,კიდევ ბევრჯერ ასახელებ ჩვენს ქვეყანას დარწმუნებული ვარ.
zast.
24 მარტი 2019 15:13
1
წინა ბაშოზე ტრავმით არ უნდა ეჭიდავა
აზრი
24 მარტი 2019 15:23
0

სიახლეები პოპულარული