"ეს 1974 წლის შემდეგ არ მომხდარა..." - როგორ ეხმაურებიან ტოჩინოშინის ოძეკის ტიტულის დაკარგვას იაპონურ მედიაში

AutoSharing Option
24 მარტს ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი, ჰარუ ბაშოს დასკვნით დღეს ტაკაკეიშოსთან დამარცხდა, ბალანსი 7:8-ზე გაუხდა და ოძეკის ტიტული დაკარგა, რომელიც 2018 წლის იანვრის ბაშოზე მოიპოვა.

მომდევნო სუპერტურნირზე ის სეკივაკეს რანგით იასპარეზებს და იმ შემთხვევაში, თუ 15-დან 10 ბრძოლას მოიგებს, ოძეკის ტიტულის დაბრუნებას მოახერხებს.

აი, რას წერენ ტოჩინოშინის შესახებ იაპონურ მედიაში.

"დღის ორთაბრძოლა უეჭველად ტოჩინოშინისა და ტაკაკეიშოს დაპირისპირება იყო. ტოჩინოშინი მავაშის (ქამარი, რომელიც სუმოისტებს უკეთიათ) რიკიშია და მას უყვარს მასზე ჩაჭიდებით მეტოქის დოჰიოდან გადაყვანა. როცა ის ჯანმრთელადაა, ამის გაკეთება ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეუძლია,
მათ შორის, იჩინოჯოსთანაც. თუ ტოჩინოშინმა ხელი ჩაგავლო, მისი შეჩერების გზა აღარ არსებობს. ამან ჰაკუჰოზეც კი გაჭრა", - ვკითხულობთ Tachai.org-ზე.

"ოძეკების დაწინაურება-დაქვეითების ბრძოლაში ტოჩინოშინი, რომელიც გასული ივლისის შემდეგ ტრავმით თამაშობს, 22 წლის ტაკაკეიშომ დაამარცხა.

ახალგაზრდა რიკიშიმ ყველაფერი იქამდე მოასწრო, სანამ ძლიერი ქართველი რეაგირებას მოახერხებდა.

მაისში ტოჩინოშინი სეკივაკეს ტიტულით გამოვა დოჰიოზე, ტაკაკეიშომ კი მისი ადგილი დაიკავა და მომდევნო ბაშოზე ოძეკის რანგით იბრძოლებს.

1958 წლის შემდეგ, როცა წელიწადში 6 სუპერტურნირიანი სისტემა შეიქმნა, ტოჩინოშინი მეორე ოძეკია, რომელიც სუმოს რანგით მეორე დონის ტიტულიდან დაბალ რანგზე მხოლოდ 5 ტურნირის შემდეგ დაქვეითდა. 1974 წლის შემდეგ კი ასეთი რამ არ მომხდარა", - წერს Japantimes.co.jp.

შემდეგი ბაშო მაისში გაიმართება. იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი ფალავანი ოძეკის ტიტულს დაიბრუნებს.

altჰარუ ბაშო დასრულდა: ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაკარგა [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 16 /
Daibrunebs da tassac moigebs. Ager naxavt! Midi leva!
Rezo
18:36 25-03-2019
0
deikide
aleko
13:25 25-03-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული