"ასეთ პროგრესს თავადაც არ ველოდი" - ტოჩინოშინის 11-დან 11 გამარჯვება საგაზაფხულო ტურში

AutoSharing Option
გაზაფხულის ბაშოს დაწყებამდე გრძელდება საგაზაფხულო საჩვენებელი ტური, ე.წ. ჯუნგიო, სადაც მონაწილეობას ქართველი ფალავანი ტოჩინოშინიც იღებს.

ტური ტოკიოს პრეფექტურის ქალაქ ჰოჩიოჯიში მიმდინარეობს, სადაც ლევან გორგაძემ 11 ორთაბრძოლა გამართა და ყველა მოიგო.

ტოჩინოშინმა 4-ჯერ მიტაკეუმის სძლია, 7-ჯერ კი - ასანოიამას.

"კარგ ფორმაში ვარ. ჩვეულებრივად ვვარჯიშობ და ასეთ პროგრესს თავადაც არ ველოდი. აპრილია და მაინც ცივა, რაც გასაკვირია, თუმცა საქართველოსა და იაპონიაში ერთნაირი კლიმატია. მახსოვს, ერთხელ 6 მაისს გათოვდა", - ციტირებს ტოჩინოშინის სიტყვებს nikkansports.com-ი.

ლევან გორგაძემ ჰარუ ბაშო უარყოფითი ბალანსით (7:8) დაასრულა, ოძეკის
ტიტული დაკარგა და მომავალ სუპერტურნირზე, რომელიც მაისში გაიმართება, სეკივაკეს რანგში წარდგება, თუმცა, თუ 10 ორთაბრძოლის მოგებას მოახერხებს, ტიტულს დაიბრუნებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯანმრთელად შეხვდი ბაშოს და არც ოძეკობის დაბრუნებაა შორს და არც მეორე თასი
ვალიკა ედიშეროვი
11 აპრილი 2019 09:17
0
ეს კაცი არსად არ დაიკარგება.
zviad
10 აპრილი 2019 21:43
0
მიდი, ლევან! ტიტული დაიბრუნე!
მერაბი
11 აპრილი 2019 13:39
0
მიდი ტოჩი, იმპერატორის თასითა და ოძეკად დაბრუნებით გაგვახარე მაისში. შენ ეს შეგიძლია!
მერაბ გ.
11 აპრილი 2019 08:27
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული