"ასეთ პროგრესს თავადაც არ ველოდი" - ტოჩინოშინის 11-დან 11 გამარჯვება საგაზაფხულო ტურში

AutoSharing Option
გაზაფხულის ბაშოს დაწყებამდე გრძელდება საგაზაფხულო საჩვენებელი ტური, ე.წ. ჯუნგიო, სადაც მონაწილეობას ქართველი ფალავანი ტოჩინოშინიც იღებს.

ტური ტოკიოს პრეფექტურის ქალაქ ჰოჩიოჯიში მიმდინარეობს, სადაც ლევან გორგაძემ 11 ორთაბრძოლა გამართა და ყველა მოიგო.

ტოჩინოშინმა 4-ჯერ მიტაკეუმის სძლია, 7-ჯერ კი - ასანოიამას.

"კარგ ფორმაში ვარ. ჩვეულებრივად ვვარჯიშობ და ასეთ პროგრესს თავადაც არ ველოდი. აპრილია და მაინც ცივა, რაც გასაკვირია, თუმცა საქართველოსა და იაპონიაში ერთნაირი კლიმატია. მახსოვს, ერთხელ 6 მაისს გათოვდა", - ციტირებს ტოჩინოშინის სიტყვებს nikkansports.com-ი.

ლევან გორგაძემ ჰარუ ბაშო უარყოფითი ბალანსით (7:8) დაასრულა, ოძეკის
ტიტული დაკარგა და მომავალ სუპერტურნირზე, რომელიც მაისში გაიმართება, სეკივაკეს რანგში წარდგება, თუმცა, თუ 10 ორთაბრძოლის მოგებას მოახერხებს, ტიტულს დაიბრუნებს.

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ