საქართველოს ძველი ჰიმნი და ქართული დელეგაციის პროტესტი - სუმოში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტალინში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი სუმოში, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა 10 მედლის მოპოვება მოახერხეს. მათ შორის 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალია.

ბოლო საშეჯიბრო დღეს, როდესაც კვარცხლბეკზე სუმოისტი ლაშა ჯელაძე ავიდა, ორგანიზატორებმა საქართველოს ძველი ჰიმნი ჩართეს, რასაც ჩვენი დელეგაციის პროტესტი მოჰყვა.

"სირცხვილი და თავის მოჭრა ესტონეთს! ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა აწ დასრულებული ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო მხარე, ოძეკი ბარუტოს სამშობლოში!

არეულად ატარებდნენ ორთაბრძოლებს... შიმპანი რაღაც გაუგებარ მოძრაობებს სთხოვდა მებრძოლებს... ხშირად ცდებოდნენ მსაჯები... დიქტორმა არ იცოდა კითხვა; დამახინჯებულად აცხადებდა მონაწილეების გვარ-სახელებს...

ყველაფრის
დაგვირგვინება იყო ჩვენი ჩემპიონის, ლაშა ჯელაძის პატივსაცემად საქართველოს ძველი ჰიმნის აჟღერება.

ჩვენი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, თენგიზ რუხაძის სრულიად სამართლიანი მოთხოვნით, ძველი ჰიმნი შუა მსვლელობისას გააჩერეს, თუმცა სანაცვლოდ ამჟამინდელი ჰიმნის ჩართვა ესტონელებმა ვეღარ შეძლეს და შეურაცხყოფილებს მოუწიათ ქართველებს კვარცხლბეკის დატოვება", - ვკითხულობთ ქართული სუმოს ქომაგების Facebook-გვერდზე.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს როგორ მოხდა კაცო ისინი თქვენი ძმები ხო არიან
555
24 აპრილი 2019 09:35
0
დიჯეი უეჭველი მთვრალი იყო...
Roberti
24 აპრილი 2019 02:09
0
კიდევ კარგი საბჭოთა კავშირის ჰიმნი არ გააჟღერეს.
ჰიუგო
23 აპრილი 2019 17:31
0
თუ 10 ?
2+2+6=8?
23 აპრილი 2019 16:32
5

სიახლეები პოპულარული