ნაცუ ბაშო. I დღე: ქართველებმა გამარჯვებით დაიწყეს - ტოჩინოშინი წინ ოძეკობისკენ [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 12 მაისს სტარტი აიღო წლის რიგით მესამე სუპერტურნირმა - ნაცუ ბაშო.

სეკივაკეს რანგში დაქვეითებულმა ტოჩინოშინმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო, ქართველი ფალავანის მეტოქე მე-3 მაეგაშირა ჩიოტაირიუ იყო, რომელიც გორგაძემ დოჰიოდან საყვარელი ილეთით - იორიკირით გადაიყვანა.

ტოჩინოშინის მეორე მეტოქე მე-2 მაეგაშირა დაიეიშოს იქნება, რომელთანაც ქართველს ბალანსი 5:1-ზე აქვს.

გამარჯვებით დაიწყო ტურნირი გაგამარუმაც, რომელმაც ჯურიო დივიზიონში დაიშომარუ დაამარცხა. ის ხვალინდელ ორთაბრძოლაში კიოკუტაიესს დაუპირისპირდება.

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული გასულ ბაშოზე დაკარგა და თუ ამ ტურნირზე 15-დან 10 ბრძოლის მოგებას მოახერხებს, ოძეკის ტიტულს დაიბრუნებს.

Video
Sportall.Ge
12.05.19. გაგამარუ-დაიშომარუ
ასევე დაგაინტერესებთ