ნაცუ ბაშო. II დღე: ტოჩინოშინმა მეორე ორთაბრძოლაც მოიგო, გაგამარუ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 მაისს, ნაცუ ბაშოს მეორე დღეს ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა.

დღეს ქართველის მეტოქე დასავლეთის მეორე მაეგაშირა დაეიშო იყო. აქამდე გამართული 6 ორთაბრძოლიდან ლევანს 5 მოგებული ჰქონდა.

ტრადიცია ლევანმა არც დღეს დაარღვია და იაპონელი მეტოქე ადვილად გაიყვანა დოჰიოდან.

ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინს 2:0-ზე აქვს ბალანსი და ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად კიდევ 8 მოგება ესაჭიროება.

ქართველი ფალავნის შემდეგი მეტოქე ნომერი მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმი იქნება.

რაც შეეხება მეორე ქართველ რიკიშის - სამწუხაროდ, თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ ჯურიო დივიზიონში დღევანდელი ბრძოლა კიოკუტაისეისთან
წააგო და ბალანსი 1:1-ზე გაუხდა.

altნაცუ ბაშო. I დღე: ქართველებმა გამარჯვებით დაიწყეს - ტოჩინოშინი წინ ოძეკობისკენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჰაკუჰო არ გამოდის ჩვენი ბიჭი კარგ ფორმაში ჩანს და იქნებ 10 კი არა 13-14 ორთაბრძოლა მოვიგოთ და ყველამ გავიხაროთ!
Oro
14 მაისი 2019 07:32
0
შეუბერე,ქართველო "ღვთაებრივო ქარო"!!!
Kamikadze
13 მაისი 2019 15:20
0
ყოველგვარი ფსიგოლოგიური სტრესის გარეშე შეუბერე ლევან! შენი სუმო აჩვენე და შედეგიც მოვა, შედეგზე ნუ იფიქრებ!
ალექსანდრე
13 მაისი 2019 14:32
0
მიდი, ძმა, გაიხსენე, რა შეგიძლია - ოძეკობა კი არა, თასი უნდა მოიგო - კაკურიუ შენი ბულკია! ;)
გელა
13 მაისი 2019 14:14
1
"შიგან ისე გავერიე გნოლის ჯოგსა ვითა ქორი" მიდი ტოჩი, ჯიგარი ხარ!
Ucha
13 მაისი 2019 12:59
0
გენაცვალე მაგარ ფორმაში ხარ! ფუი ეშმაკს... მიდი ტოჩიიი :*
Irakli Apkhaidze
13 მაისი 2019 12:56
0
კეფაზე ხალი ხო არ გაქვს? :)) ანუ რომელი ხარ?
Irakli Apkhaidze
14 მაისი 2019 12:08
0
ჯიგარი ხარ, ზიპინ!
ბიძგვინა
13 მაისი 2019 22:23
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული