ნაცუ ბაშო. IV დღე: ოთხიდან ოთხი! ერთი ნაბიჯით წინ ოძეკობისკენ [VIDEO]

AutoSharing Option
15 მაისს, ნაცუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი უკვე 4:0-ზე აქვს.

ქართველი მებრძოლის მეტოქე ტამავაში იყო, რომელიც ტოჩინოშინმა დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

აქამდე ისინი ერთმანეთს 22-ჯერ დაუპირისპირდნენ - 15-ჯერ გამარჯვება გორგაძეს დარჩა, 7-ჯერ კი მის მეტოქეს.

ლევანმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და კიდევ 6 გამარჯვება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს.

ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება,  რომელთანაც ქართველს ბალანსი 2:3-ზე აქვს.

ჯურიო დივიზიონში კი გამარჯვება კიდევ ერთმა
ქართველმა რიკიშიმ - გაგამარუმ მოიპოვა. მან კოტოიუკის სძლია და ბალანსი 3:1-ზე გაუხდა.

16 მაისს მისი მეტოქე სოკოკურაი იქნება, რომელსაც 1 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ტოჩინოშინის შერკინების ვიდეო არ დევს.
გიორგი
15 მაისი 2019 12:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული