ნაცუ ბაშო. IV დღე: ოთხიდან ოთხი! ერთი ნაბიჯით წინ ოძეკობისკენ [VIDEO]

AutoSharing Option
15 მაისს, ნაცუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი უკვე 4:0-ზე აქვს.

ქართველი მებრძოლის მეტოქე ტამავაში იყო, რომელიც ტოჩინოშინმა დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

აქამდე ისინი ერთმანეთს 22-ჯერ დაუპირისპირდნენ - 15-ჯერ გამარჯვება გორგაძეს დარჩა, 7-ჯერ კი მის მეტოქეს.

ლევანმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და კიდევ 6 გამარჯვება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს.

ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება,  რომელთანაც ქართველს ბალანსი 2:3-ზე აქვს.

ჯურიო დივიზიონში კი გამარჯვება კიდევ ერთმა
ქართველმა რიკიშიმ - გაგამარუმ მოიპოვა. მან კოტოიუკის სძლია და ბალანსი 3:1-ზე გაუხდა.

16 მაისს მისი მეტოქე სოკოკურაი იქნება, რომელსაც 1 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ტიტანი ხარ დევ კაცი ხარ მგელი ხარ სამაგალითო ხარ შენ გენაცვალე ჯიშში და ჯილაგში, ადრეც ვთქვი და ვიმეორებ შენი ყოველთვის მეჯერა და მჯერავს, შენ ჩემპიონი ხარ
ჯონათან
13:58 15-05-2019
1
ტამავაში საკმაოდ რთული მეტოქეა და დღეს ლევანმა მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო, ხვალ ჰოკუტოფუჯისთანაც დაძაბული შეხვედრა იქნება.
სასიხარულოა, რომ ლევანის საფირმო იორიკირი ამუშავდა, როცა საკუთარ ჩავლებას იღებს, ლევანის მძლეველი არავინაა, ამაზე ჰაკუჰოც კი დაგვემოწმება.
გულშემატკივარი
16:01 15-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული