ნაცუ ბაშო. VII დღე: ტოჩინოშინი დაუძლეველი კლდეა, ლევანმა უხერხული მეტოქეც დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, ანუ ტოჩინოშინმა ზაფხულის სუპერტურნირზე ზედიზედ მე-7 ბრძოლა მოიგო. ლევანის დღევანდელი მეტოქე ექს-ოძეკი კოტოშოგიკუ იყო. ტოჩის კოტოშოგიკუსთან უარყოფითი ბალანსი ჰქონდა (9:24), დღეს კი მის წინააღმდეგ მე-10 ბრძოლა მოიგო.


ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინს 7:0-ზე ბალანსი აქვს და გათამაშების ლიდერია. მისი დაწევის შანსი იოკოძუნა კაკურიუს აქვს, რომელიც მოგვიანებით გამართავს საკუთარ ბრძოლას.

დღეს მეორე ქართველმაც გაიმარჯვა. გაგამარუმ, რომელიც კარგ ბაშოს ატარებს, ჯიუროს მე-9 ნომერი მიტორიუ დაამარცხა და ბალანსი 5:2-ზე აქვს.

ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე მე-2 მაეგაშირა ენდო იქნება, ხოლო გაგამარუ ჯიუროს
მე-2 ნომერ ტაკაგენჯის დაუპირისპირდება, რომელმაც ამ ბაშოზე ყველა ბრძოლა მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ლევან გორგაძე გახლავთ საქართველოს ბრწყინვალე წარმომადგენელი!
რა ჩემპიონობა, რის დიდი ჩემპიონობა!!!
ლევანმა (როგორც მე ვხვდები) მიზნად დაისახა სუმოს ლეგენდობა!!!!!!!
ურთულესი გზაა!!!
წინ ამ გზის თავისუფლად გასავლელად, სულიერო, სისხლისმიერო და ნათელ-მირონო ძმაო!!!
varancoveli
19 მაისი 2019 00:33
0
გილოცავ ლევან, ვულოცავ თემურს. სულ წარმატებებით გევლოთ!
ლიახვისპირელი
18 მაისი 2019 19:47
0
ტოჩინოშინი ყოფილა ოჯახის სიწმინდეც და ნამუსიც
გახარია
18 მაისი 2019 17:57
0
საქართველოში სიხარულის მომგვრელი!
გაიხარე!
ჯონდო
18 მაისი 2019 17:32
0
როგორ გვახარებს... ეს კაცი საქართველოს სიამაყეა
leicester123
18 მაისი 2019 15:58
1
ამ კაცს ჩვენი წინაპრების ძალა ეხმარება, 100%-იანი სულით ქართველია, უფალმა დაგილოცოს ოჯახი და ქვეყანა საამაყო ჯიგრიანო კაცო ....
ირაკლი
18 მაისი 2019 15:26
0
უფალი ფარავდეს შენს ოჯახსა და ქვეყანას საამაყო კაცო......
muxa
18 მაისი 2019 15:21
0
მოკლედ საქმე ისე მიდის ოძეკობის პრობლემა დღის წესრიგიდან მოხსნილია და ბაშოს მოგებაზე მივიწევთ უკვე... რაც მთავარია ღვთის წყალობით ლევანი ჩინებულ ფორმაშია ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც.
მაშ წინ იმპერატორის თასის აღსამართავად...
მიდი ლევაააააან!!!
მიროსან
18 მაისი 2019 15:10
0
spizweg!..კიდეც ვიშრომოთ,ნათელშიც ვიაროთ,ღირსეულადაც გვეცხოვროს და ეს ყველაფერი კარგი ღვინით,ლამაზი სადღეგრძელოთი შეგვემკოს!
Fz
18 მაისი 2019 15:07
0
ვიდეო დადეთ ვიდეოოოო!!!!!
ზუურ
18 მაისი 2019 14:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული