იოკოძუნა დამარცხებულია! ტოჩინოშინი ოძეკია! [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა სუმოისტმა ნაცუ ბაშოს მე-14 დღეს  მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა. ლევანისთვის ეს მე-10 გამარჯვება იყო, რაც საკმარისი გახლდათ ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად.

ტოჩის აღნიშნული მოგება ჩემპიონობის მომტანი აღმოჩნდა ასანოიამასთვის, ვერცერთი რიკიში მის დაწევას ვეღარ შეძლებს.

ბაშოს წინ არსებული მიზანი ლევან გორგაძემ შეასრულა და ისტორიაში გახდა მე-6 რიკიში, რომელმაც ოძეკობის დათმობიდან შემდეგ ბაშოზევე დაიბრუნა ეს ტიტული.
მკითხველის კომენტარები / 66 /
გვეამაყები ლევან !!! წარმატებები
T.k
25 მაისი 2019 22:27
0
საქართველოს გმირი ხარ ლევან.ჩემს სიხარულს ვერ აღვწერ.


მე იმედი მაქვს რომ კაკურიუ და ჰაკუჰო ოდესმე საქართველოში ჩამოვლენ. კაკურიუც და ჰაკუჰოც ძალიან მაგარი სუმოსიტები და ძალიან მაგარი ადამიანები არიან.

ადამიანი
25 მაისი 2019 21:42
1
გენაცვალე ერთ დროს მონღოლეთი რუსეთზე ძლიერი იმპერია იყო მარა ციცქნაა დარჩენილი დამოუკიდებლობის დღისთვის ეს უფრო შთამბეჭდავად ჩანს არ ვიცი როდის მარა ყველა ჩვენს მტერს ასე დავცემთ ოღონდ ჩვენში იყოს სიყვარული და ერთობა როგორც ჩვენი გოლიათები გვახარებენ.
soso
25 მაისი 2019 21:09
1
დარწმუნებული ვარ რომ არა გუშინდელი "წაგება" ტოჩი დღეს სხვაგვარად იჭიდავებდა, დღევანდელი ჰენკა ეკუთვნის მთელს მსაჯთა ბრიგადას.ტოჩიმ ტელევიზორთან მიაჯაჭვა ნახევარი საქართველო, მაგარია, ვაჟკაცია და მიტომ
სოსო
25 მაისი 2019 20:25
0
რორორც ბაშიაჩუკმა სძლია ყიზილბაშს!!!
kote
25 მაისი 2019 20:19
0
ძალიანაც კარგი ქნა. აბა წინაზე რაც უქნეს, კარგი იყო?კაცი სიმწრისგან ტიროდა. უნამუსოები. აი ეგრე, გამიხარდა ძალიან, ბრავო ლევან!!!!!!!!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
25 მაისი 2019 18:50
0
თუ ვინმეს ტოჩის ჰენკაზე გული ეთანღრება, წინა დღე გაიხსენოს, როცა აშკარა გამარჯვება წაართვეს, ახლა დაფიქრდით, როგორია ამის შემდეგ გამოხვიდე და იბრძოლო ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ეს ჰენკა იყო იმ უნამუსო მსაჯებისთვის სახეში სილის გაწვნა, დემონსტრაციული პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ
koka
25 მაისი 2019 18:46
0
100 პროცენტიანი ხარ!!!!!
lali
25 მაისი 2019 20:58
0
ჰენკას გარეშე ტოჩი ერთი-ორჯერ თუ დაუმარცხებიათ. ამ ბაშოზე ყველა მარცხი, საერთოდაც ეგრე წააგო. ასე რომ დაწყნარდით. ტოჩიმ საერთოდაც უნდა ხშირად გამოიყენოს ეს ხერხი.
თუ ბოლო დღეს ასანოიამაც და ტოჩიმაც მოიგეს, ასანოიმ, თუ ნამუსი და ვაჟკაცობა აქვს ტიტულზე უარი უნდა თქვას
მირიან
25 მაისი 2019 18:25
1
რეებს ლაპარაკობთ, რაშუაშია ღირსეული, ეა არის სპორტი , ტაქტიკა ტექნიკა, მაგარი თუ ხარ ისეც უნდა იყო მზათ და ასეც, წესებს არ ეწინააგმდეგება, ამან შეუსრულა ტაქტიკურად იმან თოხლა, ვსო ჭკუით აჯობა , მოიგო ტოჩიმ , იმიტო რო იმაზე უფრო მომზაფებული და ტექნიკური აღმოჩნდა. ეს ყველაფერი სპორტის ფარგლებში იყო დღეს აი გუშინ რაციყო ისიყო ჩვეულებრივი ვირთხობა. სწორი გადაწყვეტილება რო მიეღოთ მსაჯებს ხვალ ასრთ დროს ჩემპიონი ქართველი იქნებოდა .
Emiri
25 მაისი 2019 18:07
2
რა თქმა უნდა უნდა მიხაროდეს ოძეკობა მაგრამ ასეთი მოგების გამო არ მიხარია.გვერდზე გაწევით ყველას შეუძლია ძლიერი დაამარცხოს.ასეთი რამ არასოდეს გაუკეთებია.
მოყვარეს პირში უძრახე
25 მაისი 2019 17:58
79
სუმოს წესების გაგებაში არ ხართ ლევანი ითვლება ერთ ერთ სამართლიან სუმოისტად დღევანდელობით მსოფლიოში გუშინდლამდე იამატოს-მწვრთნელის აკრძალვით მხოლოდ შეტევით იბრძოდა და დოხიოზე დაცვას არ იყენებდა ხუთი ჯილდო ააქვს სულით ძლიერი მებრძოლისა ამავე კაკურიოს წინააღმდეგ წინა წლებში, წინა დღით სხვასთან სუსტ სუმოისტთან შემთხვევით წაგებულ ბრძოლაში სადაც ვარდნისას ხელი მოიტეხა,მაშინ როცა 13 ბრძოლა ჰქონდა მოგებული და ბაშოს იგებდა ამ ამ იაკოძუნასთან ბრძოლაში გამოვიდა მეორე დღეს და კინაღამ მოუგო დამტვრეული ხელით კაკურიომ სწორედ დაცვით მოუგო მაშინ...ქართველ გულიან -"შინი" გმირს.ან რა ნამუსით იბრძოლა ხელდამტვრულ სუმოისტთან ამ დაცვის ელემენტის გამოყენებით ასე რომ სანამ იტყვი გაეცანით ისტორიას სინამდვილეს,ვინ როგორი მებრძოლია და მერე...
Chicago
25 მაისი 2019 23:48
2
მგონი ამ შემთხვევაში პირიქით, ეგრეც უნდა ექნა, გამომდინარე იქედან რაც წინა დღეს ტოჩის გაუკეთეს, ეს ერთგვარი პასუხი იყო
რიგითი
25 მაისი 2019 18:42
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული