2 დღე სუპერტურნირამდე - ქართველი სუმოისტების მეტოქეები ნაგოია ბაშოზე ცნობილია

AutoSharing Option
ნაგოია ბაშოს დაწყებამდე 2 დღით ადრე სუმოს ასოციაციამ სასტარტო დღეების ორთაბრძოლათა განრიგი გამოაქვეყნა.

ნაგოიას "დოლფინს არენაზე" ქართველი სუმოისტები ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) წლის მე-4 სუპერტირნირს იაპონელი მეტოქეებით დაიწყებენ.

ტოჩინოშინი პირველ საშეჯიბრო დღეს მე-2 მაეგაშირა ენდოს დაუპირისპირდება. ენდო ქართველისთვის უხერხული მეტოქე და ბალანსისც 5:3 იაპონელის მხარესაა.

ბაშოს მეორე დღეს ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა შოდაის შეხვდება. შოდაისა და ტოჩინოშინის შორის 12 დაპირისპირება შედგა, აქედან ქართველმა 6-ში იმარჯვა.

გაგამარუს პირველი მეტოქე ჯურიო ლიგაში აღმოსავლეთის მე-2 ნომერი იშიურა იქნება, ვისთანაც ბალანსი ქართველს
2:1-ზე აქვს.

სამწუხაროდ ტოჩინოშინი ბაშოს სათანადო ფორმაში ვერ ხვდება. შეგახსენებთ, რომ ნაცუ ბაშოზე ლევანმა მუხლი დაიზიანა და სამწუხაროდ ტრავმის მოშუშება ბოლომდე ვერ შეძლო. გარდა ამისა რამდენიმე დღის წინ ტოჩინოშინს ვარჯიშის დროს მარცხენა მხარზე კუნთი გაუწყდა.

ქართული სუმოს ქომაგების ცნობით ტრავმების მიუხედავად ლევანი ტრადიციულად შემართებას არ უჩივის და გულშემატკივრებს აიმედებს, რომ გამაყუჩებლების დახმარებით მაქსიმალურად დაიხარჯება ნაგოიაში.

რაც შეეხება თემიურაზ ჯუღელს, მისი ფიზიკური მდგომარეობა ნორმალურია და სუმოისტი თავს კარგად გრძნობს. გაგამარუს ელიტურ დივიზიონში დაბრუნების კარგი შანსი აქვს, ამისთვის მას 9 გამარჯვება სჭირდება.

  • ნაგოია ბაშოზე ორი იოკოძუნა ჰაკუჰო და კაკურიე იასპარეზებს.
  • ტურნირს კადობანში მყოფი ახალგაზრდა ოძეკი, ტაკაკეიშო დააკლდება.
  • ნაგოია ბაშოს ასევე დააკლდება 37 წლის ვეტერანი იაპონელი იოშიკაძე, რომელმაც მუხლის ტრავმა მიიღო და დაახლოებით 2 თვე დასჭირდება რეაბილიტაციისთვის.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამასაც თუ სპორტი ქვია? რად უნდათ ნაჭერს, რომ იფარავენ ისედაც შიშვლები არ არიან? აუუუუ წამოვა ეხლა ბომბები კომენტარების, აბა გელით.
ვასო
05 ივლისი 2019 16:36
11
ნაგოია ბაშოზე ორი იოკოძუნა ჰაკუჰო და კაკურიე იასპარეზებს.

კაკურიე არა, კუკურა :)))
nanka2002
05 ივლისი 2019 12:59
0
საინტერესოა, ტოჩინოშინს ძეგლი სამუდამოდ დაუდგეს, თუ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აიღებენ? თუ აღებას უპირებენ, არ შეიძლება, რომ თადარიგი დავიჭიროთ, საქართველოში გადმოვაბრძანოთ და ჯეროვანი ადგილი მივუჩინოთ?!
N
05 ივლისი 2019 12:55
0
რა მოქეიფე ბიჭების ტანები აქვთ,ცოდო არ არის სუმოში ცდებოდენ.
barbaramia kergudu
05 ივლისი 2019 12:47
4
rasgaven raubedurebaaa
armen
05 ივლისი 2019 12:12
11
სხვები თუ აკლდებიან ბაშოს ლევანმაც რომ გამოტოვოს და ტრავმები ბოლომდე მოიშუშოს არ შეიძლება? ღმერთმა დაიფაროს და შეიძლება უფრო მძიმე ტრავმა მიიღოს, ან უარყოფითი ბალანსი დააფიქსიროს თუ ფორმაში არ არის და თან ტრავმაც აქვს
gio
05 ივლისი 2019 11:59
0
სხვა გზა არა აქვს.არადა ტრავმებს კიდევ უფრო გაიმიზეზებს.ცალი ხელი და ცალი ფეხით,განა რამდენს გაქაჩავს?
სოსო
05 ივლისი 2019 11:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული