ნაგოია ბაშო. III დღე: გაგამარუს დასანანი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ივლისს, ნაგოია ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღეს, ჯურიო დივიზიონში თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ მორიგი ორთაბრძოლა გამართა და სამწუხაროდ, დამარცხდა.

ქართველი რიკიშის მეტოქე მესამე ნომერი იუტაკაიამა იყო, რომელმაც თეიმურაზს ოშიტაოშის ილეთით სძლია.

გაგამარუს ტურნირზე უარყოფითი ბალანსი 1:2-ზე აქვს. ჯუღელის მომდევნო მეტოქე ვაკატაკაკაგე იქნება, ვისთანაც ბალანსი 2:1-ზე აქვს.

რაც შეეხება ტოჩინოშინს, ლევან გორგაძის დღევანდელი მეტოქე კომუსუბი რიუდენი იქნება, რომელთანაც ქართველს ერთადერთი ორთაბრძოლა აქვს გამართული, 2018 წლის კიუშუ ბაშოზე და ის ჩვენებურის გამარჯვებით დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული