ნაგოია ბაშო. V დღე: სიტუაცია საგანგაშოა! - ტოჩინოშინმა მეხუთეც წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ივლისს ნაგოია ბაშოს მეხუთე სასეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა რიგით მეხუთე მარცხი განიცადა.

ლევან გორგაძე მაეგაშირა ასანოიამას შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ამ მოგების შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი 0:5-ზეა.

ქართველი ფალავნის მომდევნო მეტოქე კომუსუბი აბი იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 3:1-ზე აქვს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჯურიო ლიგაში გაგამარუ დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ტოჩინოშინი სუმოს ისტორიაში ტოვებს სახელს, რომ ყველანაირი ტრავმით ჭიდაობს და არ ისვენებს. ამიტომაც აფასებენ
...
11 ივლისი 2019 17:51
3
ღა აჭამეს ამისთანა ან დაალევინეთ ჩამოსული რომ იყო?
niko
11 ივლისი 2019 16:31
1
საქართველოში რომ იყო ეტყობა ჩვენებურად ჯიგრულად, კარგად ილხინა; მწვადი, ხინკალი, ქაბაბი... და ამოვრდა ფორმიდან.
:(
11 ივლისი 2019 16:30
0
ისევ ტრავმა აქვს თუ რა ჭირს?
912
11 ივლისი 2019 15:04
0
განსხვავებულის დალევისას ბეჭი დაიზიანა
gega
11 ივლისი 2019 16:12
2
თქვას მერე ტრამვები მაქვსო და შეწყვიტოს ბაშოზე გამოსვლა. აბა უშანსოდ აგებს ყველასთან უკვე და საპატიო მიზეზი იქნებოდა. ტურნირის მერე დაჩივლება - გვიანი იქნება და აღარც იმდენად სარწმუნო...
Levani
11 ივლისი 2019 14:30
1
თუ ტრამვა გაქვს რატომ გამოდიხარ, თუ გამოდიხარ ასე არ უნდა ფარჩაკდებოდე ოძეკი
kico
11 ივლისი 2019 13:44
0
საგანგაშო კი არა, მე ვინ მკითხავს, მარა ხო არ ჯობია, ოძეკად გავიდეს პენსიაზე, თუ რაც ქვია. კლუბში მუშაობა, მგონი, კიდევ შეეძლება რამდენიმე წელი. ქვეყანას თავისი წილი სახელი უკვე მოუხვეჭა და დიდი სიყვარულიც დაიმსახურა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. :/
ვვვ
11 ივლისი 2019 13:35
0
ვეთანხმები გამომსვლელს! უშანსოდ აგებს ყველა ბრძოლას. წინა ბაშოს შემდეგ ალბათ ჯობდა პენსიაზე გასვლა, მაგრამ ის კლუბი მისცემდა კი ამ შესაძლებლობას?
aburjga
11 ივლისი 2019 17:05
0
გული არ გაიტეხო, ლევან! არც ჩვენი შეგრცხვეს, რადგან ეს წაგებები ჩვენთვის, შენი ერთგული გულშემატკივრებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ვიცით, რო ტრამვები გაწუხებს. ჰოდა, მაგათ მიხედე, ეცადე მეტად არ გაიუარესო, ნუ გარისკავ. ჩვენ შენთანა ვართ გამარჯვებაშიც და დამარცხებაშიც!
გიგლია
11 ივლისი 2019 12:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული