აკი ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინმა აბი დააგდო, თუმცა... მსაჯებმა წაგება ჩაუთვალეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 სექტემბერს, აკი ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინს მარცხი ჩაუთვალეს.

ლევან გორგაძე კომუსუბი აბის შეხვდა და გაიმარჯვა, მაგრამ მსაჯების გადაწყვეტილებით, რადგან ორთაბრძოლის დროს მეტოქეს თმაზე მოქაჩა და ისე დააგდო დოჰიოზე, წაგება ჩაუთვალეს.

ეს ქართველი ფალავნის მესამე მარცხია ბაშოზე და ბალანსი 1:3-ზე გაუხდა. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა ტომოკაძე იქნება, ვისაც აქამდე არ შეხვედრია.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინიშინი ტრავმით ასპარეზობს და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად აკი ბაშოზე დადებითი ბალანსის მიღწევა უნდა შეძლოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მე ვერ დავინახე თმის მოქაჩვა...
შოთა
12 სექტემბერი 2019 09:12
0
სამწუხაროდ დაქაჩა ერთ მომენტში...ასე რო სამართლიანად ჩაუთვალეს წაგება.
მიროსან
11 სექტემბერი 2019 13:34
4
სამწუხაროა ნამდვილად, მაგრამ ისედაც გაბრაზებულ მაყურებელს კომენტატორები ნუღარ გვიმატებთ რა გთხოვთ. რატომ იყო არასამართლიანი ვერ ვხვდები? თუ თმაში დაქაჩვა (წესებში ზუსტად ვერ ვერკვევი სამწუხაროდ) არ შეიძლება და დარღვევაა, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ყველაფერს უსამართლოდ ნუ მივიჩნევთ რა.
წარმატებები ტოჩის!!!
ტოჩი
11 სექტემბერი 2019 13:05
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული