მიტაკეუმი, ასონოიამა და სხვები - ტოჩინოშინმა ბაშოს დაწყებამდე ყველა დაამარცხა

AutoSharing Option
კიუშო ბაშოს დაწყებამდე ორი დღეღა რჩება და ტოჩინოშინმა ამ კვირაში ბოლო ვარჯიშები ჩაატარა.

ქართველი ფალავანი კვლავ სეკივაკე მიტაკეუმის დაუპირისპირდა, რომელიც 9:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, წინა დაპირისპირებაც ქართველის სასარგებლოდ წარიმართა და 9:6 დასრულდა.

ტოჩინოშინმა კომოსუბ ასონოიამასთანაც ივარჯიშა, რომელთანაც 4 ბრძოლა მოიგო და ერთში დამარცხდა. ამავდროულად, ის დაბალი დივიზიონის სუმოისტებსაც დაუპირისპირდა და 10:1-ზე ჰქონდა ბალანსი.

"დიდი ხნის შემდეგ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მუხლი, რომელიც მაწუხებდა, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა ჩემთვის სახიფათო იქნება ბაშოზე დაცემა", - განუცხადა ჟურნალისტებს ტოჩინოშინმა.

კიუშო ბაშო ქალაქ ფუკოაკოში 10
ნოემბერს იწყება. ქართველ ფალავანს 10 გამარჯვება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს.

altტოჩინოშინი: ვგრძნობ, რომ ამჯერად ყველაფერს შევძლებ




ასევე დაგაინტერესებთ