ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშო დასანანი მარცხით დაიწყო და მეორე მაეგაშირა მეისეის ვერ აჯობა.
მოგეხსენებათ, ლევანს მინიმუმ 10 გამარჯვება სჭირდება ოძეკის რანგის დასაბრუნებლად, რომელიც წინა ბაშოზე დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსის გამო დაკარგა. ხვალ, 11 ნოემბერს, ტოჩის მეტოქე ასევე მეორე მაეგაშირა მიოგირიუ იქნება.
სამწუხაროდ, ასევე მარცხით დაიწყო ბაშო ჯიუროს დივიზიონის მე-12 ნომერმა გაგამარუმ. გაგამ კოტოშოჰოსთან წააგო და ხვალ ჰოშორიუს დაუპირისპირდება.