14 ნოემბერს ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, კიუშუ ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს მე-4 მარცხი განიცადა.
გაგამარუმ აკუა ტავარასთან მიიყვანა, თუმცა ისევ ტრავმის გამო მეტი ვეღარ შეძლო და საბოლოოდ, დამარცხდა. ქართველი ფალავნის ბალანსი ტუნირზე 1:4-ზეა.
თეიმურაზ ჯუღელი ნოემბრის ბაშოზე ჯიუროს მე-12 ნომერი გახლავთ და მინიმუმ 6 გამარჯვების მოპოვება სჭირდება აღნიშნულ ელიტურ დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად.
ტოჩინოშინი კი, სამწუხაროდ, ნეკნის მოტეხილობის გამო ნოემბრის ბაშოდან მოეხსნა.
ყველაფერი დამთავრდა... - ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოზე ვეღარ გამოვა