"მარჯვენა ხელი რომ ჩავავლე და ძალა დავატანე..." - ტოჩინოშინის ტრავმის მიღების დეტალები გახდა ცნობილი

AutoSharing Option
ტოჩინოშინის ტრავმის მიღების დეტალები გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ კიუშუ ბაშოს მე-4 დღეს ლევან გორგაძემ ტაკარაფუჯი დაამარცხა, თუმცა ეს გამარჯვება საბედისწერო გამოდგა.

ორთაბრძოლის მომენტში ნეკნი გაუტყდა და ტურნირზე ასპარეზობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.

"ქართული სუმოს ქომაგების" ინფორმაციით, გორგაძეს ნეკნი გაუტყდა არა დაცემის მომენტში, არამედ დაცემამდე, იაპონელი მეტოქის გდებაზე წამოღებისას...

"მარჯვენა ხელი რომ ჩავავლე და ძალა დავატანე, ეტყობა, მუცლის კუნთები შემეკუმშა, ეს შეკუმშული კუნთები ნეკნებს მიაწვა და გატეხა" - უთხრა "ქართული სუმოს ქომაგებს".

ტოჩინოშინს კიუშუ ბაშოზე 2-13 ბალანსი დაუფიქსირდება, ეს კი იმას ნიშნავს,
რომ მომდევნო ბაშოსთვის ქართველი ფალავანი საგრძნობლად დაქვეითდება და დაახლოებით მეოთხედან მერვე მაეგაშირამდე პოზიციაზე აღმოჩნდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
სამწუხაროა ძალიან, მაგრამ ამ ქვეყანაზე ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. ამ შემთხვევაში დადებითი ის არის, რომ როცა ტოჩი ჯანმრთელი დაბრუნდება, ბანძუკეში საკმაოდ ქვემოთ ამოჩნდება. შესაბამისად, ძირითადად, სუსტი მეტოქეები ეყოლება და იმპერატორის თასის მოგების კარგი შანსიც ექნება!
N
14 ნოემბერი 2019 15:14
1
სამწუხაროდ სპორტი ტრავმების გარეშე არ არსებობს. მთავარია ჯანმრთელობა, ტიტულები თავისით მოვა. წარმატებები ლევანს!
თენგაბი
14 ნოემბერი 2019 14:25
1
გვიყვარხა დიდო კაცო.ვამაყობთ შენი გაუტეხელი ქართული სულით.
ჰოპლა
14 ნოემბერი 2019 14:09
2
სამუშაო ტრამვაა.ვისაც როგორ შეუძლია ისე შოულობს.
ozeki
14 ნოემბერი 2019 12:40
0
ძალიან სამწუხაროა,ძალიან!პირადად ჩემთვის სამწუხაროა არა ის რომ რამე ტიტულს ვკარგავთ ტოჩი,ტიტულები წყალსაც წაუღია,არამედ შენი ტრამვა და ჯამრთელობის პრობლემა უფრო სამწუხაროა.ჯანზე იყავტოჩი მთავარია თორე შენ ისეთი ტიტული გაქ ბევრი რო ინატრებს მსოფლიოში და ეს ტიტილი შენ ალალად დაიმსახურე უცხო ქვეყანაში და ეს ტიტული ქართველი ხალხის სიყვარული და ქართველი ხალხის სიამაყეა.ყველა ვამაყობთ შენით ტოჩი!
მალე გამოჯამრთელდი ლომკაცო!
Jordan Beli
14 ნოემბერი 2019 11:08
2
კარგით რა დაგვასვენეთ და დაასვენეთ ეგ კაციც
vaso
14 ნოემბერი 2019 10:44
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული