"მარჯვენა ხელი რომ ჩავავლე და ძალა დავატანე..." - ტოჩინოშინის ტრავმის მიღების დეტალები გახდა ცნობილი

AutoSharing Option
ტოჩინოშინის ტრავმის მიღების დეტალები გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ კიუშუ ბაშოს მე-4 დღეს ლევან გორგაძემ ტაკარაფუჯი დაამარცხა, თუმცა ეს გამარჯვება საბედისწერო გამოდგა.

ორთაბრძოლის მომენტში ნეკნი გაუტყდა და ტურნირზე ასპარეზობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.

"ქართული სუმოს ქომაგების" ინფორმაციით, გორგაძეს ნეკნი გაუტყდა არა დაცემის მომენტში, არამედ დაცემამდე, იაპონელი მეტოქის გდებაზე წამოღებისას...

"მარჯვენა ხელი რომ ჩავავლე და ძალა დავატანე, ეტყობა, მუცლის კუნთები შემეკუმშა, ეს შეკუმშული კუნთები ნეკნებს მიაწვა და გატეხა" - უთხრა "ქართული სუმოს ქომაგებს".

ტოჩინოშინს კიუშუ ბაშოზე 2-13 ბალანსი დაუფიქსირდება, ეს კი იმას ნიშნავს,
რომ მომდევნო ბაშოსთვის ქართველი ფალავანი საგრძნობლად დაქვეითდება და დაახლოებით მეოთხედან მერვე მაეგაშირამდე პოზიციაზე აღმოჩნდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
სამწუხაროა ძალიან, მაგრამ ამ ქვეყანაზე ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. ამ შემთხვევაში დადებითი ის არის, რომ როცა ტოჩი ჯანმრთელი დაბრუნდება, ბანძუკეში საკმაოდ ქვემოთ ამოჩნდება. შესაბამისად, ძირითადად, სუსტი მეტოქეები ეყოლება და იმპერატორის თასის მოგების კარგი შანსიც ექნება!
1
სამწუხაროდ სპორტი ტრავმების გარეშე არ არსებობს. მთავარია ჯანმრთელობა, ტიტულები თავისით მოვა. წარმატებები ლევანს!
თენგაბი
14:25 14-11-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული