კიუშუ ბაშო. XII დღე: გაგამარუმ მე-11 მარცხი იწვნია

AutoSharing Option
21 ნოემბერს, კიუშუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს, გაგამარუმ მორიგი მარცხი განიცადა.

თეიმურაზ ჯუღელი ტაკაგენჯის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. ეს ქართველი ფალავნისთვის მე-11 მარცხია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯიურო ლიგიდან გავარდება და რანგით მესამე დივიზიონში დაქვეითდება.

გაგას ჯიუროში დასარჩენად მინიმუმ 6 მოგება სჭირდებოდა, თუმცა ტრავმიანმა სუმოისტმა ეს ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ბაშოს ნაადრევად, ტრავმის გამო გამოეთიშა.