ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 იანვარს ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ჰაცუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი გამარჯვება ონოშოს წინააღმდეგ იზეიმა.

მე-6 მაეგაშირას სტატუსით მოჭიდავე ტოჩინოშინმა მე-6 მაეგაშირა ოშიდაშის ილეთით გაიყვანა დოჰიოს მიღმა და ბალანსი 1-1-ზე გაუხდა.

ხვალ, 14 იანვარს, ტოჩი ყოფილ კომოსუბის, ამჟამად მე-8 მაეგაშირა რიუდენს შეხვდება, ვისთანაც ბალანსი 2:1-ზე აქვს.

რაც შეეხება მეორე ქართველ სუმოისტს გაგამარუს, ის დღეს მაკუშიტა დივიზიონში (რანგით მე-3) გოკუშინდოს შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით წააგო. თეიმურაზ ჯუღელის ბალანსი 0:1-ზეა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ტოჩის
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული