ჰაცუ ბაშო. IX დღე: ტოჩინოშინმა ტურნირზე მე-4 გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 იანვარს ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ჰაცუ ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს მე-4 გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ტამავაშის შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ ტოჩინოშინს ბალანსი ტურნირზე 4:5-ზე გაუხდა.

გორგაძის მომდევნო მეტოქე სეკივაკე ასანოიამა იქნება, ვისთანაც ტოჩინოშინს 1:3 აქვს ბალანსი.

აქვე გეტყვით, რომ გაგამარუმ მაკუშიტა დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა. თეიმურაზ ჯუღელი ტურნირს 2 შეხვედრის შემდეგ ჩაეხსნა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აშკარად მარჯვენა ფეხი ტკივა, ვერ ეყრდნობა ბოლომდე. ასე ჭიდაობა გმირობის ტოლფასია
grisha
20 იანვარი 2020 18:19
1
სამუდამოდ მაგ ტრავმაზე უნდა ილაპარაკოთ?
დათო
21 იანვარი 2020 11:42
0
აბა სადაა კომენტარები ქართულ სულზე და გენეტიკაზე სად ხართ მედროვე გულშემატკივრებო?! ტოჩი გული ხარ!!!
ავჭალიდან
20 იანვარი 2020 17:27
3
ჩაეხსნა რა, ვაგონია?!
გულშემატკივარი
20 იანვარი 2020 15:02
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული