ჰაცუ ბაშო. X დღე: ტოჩინოშინმა საოცრად მოიგო და ბალანსი გამოიკეთა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 იანვარს ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ჰაცუ ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი ფალავანი სეკივაკე ასანოიამას შეხვდა და უხერხული მეტოქე შიტატენაგეს ილეთით დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე ბალანსი 5:5-ზე გაუხდა. ეს გორგაძის ზედიზედ მეორე მოგებაა ბაშოზე.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 8:5-ზე აქვს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რამდენჯერ უნდა თქვან, ჰენკა, ჰენკაო. რომ არ უჭირდა ფიზიკურად, არ იყენებდა ჰენკას. აკრძალონ და აღარ გამოიყენებენ ჰენკას და ეგ იქნება. თან ოძეკი აღარაა, მე-6 მაეგაშირაა და რა ჩაიციკლნენ.
rikishi
21 იანვარი 2020 21:16
0
ძალიან რთული გამარჯვება მოიპოვა ,. ვულოცავ ლევანს !!!
ბესო
21 იანვარი 2020 20:17
0
ვულოცავ ტოჩის გამარჯვებას !
ლიდერი ვინაა, რამდენი მოგებით და ა.შ.
ტოჩის შანსები აქვს თუ არა. იქნებ ვინმემ დაწეროს ?!
რედაქცია, როგორც ჩანს, არ ფლობს ამ ინფორმაციას :(
ზაზა
21 იანვარი 2020 16:33
1
ჰენკას აკეთებდა აქაც
21 იანვარი 2020 15:17
0
აი ესაა ნამდვილი ტოჩი!! ძალიან ლამაზად მოიგო! ძალიან ძლიერია, გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველო იაპონიის მეგობრობა სუმოში მთავრდებაო მარა იქნებ დააგროვოს 3 ბაშოში 30 მოგება და დაიბრუნოს ოძეკი!! წარმატებები!! ძალიან მიხარია რა!!
asaqsdasa
21 იანვარი 2020 13:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული