ჰაცუ ბაშოს XV-ე დღეს ტოჩინოშინმა "მოგებული" ბრძოლა წააგო

AutoSharing Option
ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოს ბოლო, მე-15 საშეჯიბრო დღეს უცნაური მარცხი განიცადა პირველ მაეგაშირა მიოგირიუსთან.

ლევანს მეტოქე ტავარსთან მიყვანილი ჰყავდა, თუმცა ბრძოლა ნაადრევად დამთავრებული ჩათვალა და საბოლოოდ, დამარცხდა. აღნიშნული წაგება ტოჩისთვის ჰაცუ ბაშოზე მე-10 იყო.

ამგვარად, ტოჩინოშინს 10 მარცხის წილ 5 გამარჯვება დაუგროვდა და შემდეგ ბაშოს რეიტინგში დაქვეითებული შეხვდება. თუმცა, მთავარია ქართველმა ფალავანმა ტრავმის მოშუშება შეძლოს, სხვა მხრივ კი, დიდი პრობლემები არ ექნება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
საცოდავი შენ ხარ
გრიშა
13:45 24-02-2020
0
რა გაისაცოდავა თავი ამ კაცმა
მიშა
17:49 26-01-2020
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული