ჰარუ ბაშოს ამბები - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია

AutoSharing Option
8 მარტს 2020 წლის ჰარუ ბაშო აიღებს სტარტს და ქართველი ფალავნის, ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია.

პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველი სეკიტორი მე-10 მაეგაშირა სადანოუმის დაუპირისპირდება, რომელთანაც ლევანს 4:2-ზე დადებითი ბალანსი აქვს.

მეორე საშეჯიბრო დღეს კი ქართველის მეტოქე მე-11 მაეგაშირა ჩიოტარიუ იქნება, რომელთანაც ლევანს დადებითი ბალანსი 8:2 აქვს.

როგორც მოგეხსენებათ, ტოჩინოშინი მიმდინარე ბაშოზე მე-9 მაეგაშირად ასპარეზობს.

კორონავირუსის საფრთხის გამო კი, იაპონიის სუმოს ასოციაციის გადაწყვეტილებით, შეჯიბრება უმაყურებლოდ ტარდება.

რაც შეეხება გაგამარუს, ის ტრავმის გამო მიმდინარე ბაშოს გამოტოვებს.


მკითხველის კომენტარები / 3 /
დაბერდა
kico
06 მარტი 2020 17:24
4
დიდი დისკუსია იყო ამ ბაშოს გადადებაზე. პირველი ფიქრი ის იყო, რომ ცოტას დაისვენებდა. ჯუნგიოსაც აღარ ჩაატარებდნენ და თავის ჯანმრთელობასა და რეაბილიტაციაზე გადაიტანდა ყურადღებას. ისე მაყურებლის გარეშეც იქნება საკმარისად ხალხი: ტელევიზიის თანამშრომლები, გიოჯები, შიმპენები, ცუკებიტოები, იობიდაშები, სხვა პერსონალი.

ასოციაციამ გამოაცხადა, რომ ერთ რიკიშისაც რომ დაუდგინდეს ვირუსი, შეწყვეტენ ბაშოს.
nanka2002
06 მარტი 2020 17:12
0
დიდი მნიშვნელობა არა აქვს ვის ხვდება,მთავარია, თვითონ როგორ არის.ჯანმრთელს და ფორმაში მყოფს,ყველას დამარცხება შეუძლია მაგრამ არა მგონია, ტრავმის მორჩენა მოესწრო.მოშუშება კი,რამდენიმე ბრძოლის შემდეგ,კვლავ განახლებას ნიშნავს.
სოსო
06 მარტი 2020 12:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული