ჰარუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ჩიოტაირიუს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, ბაშოზე მეორე მარცხი იწვნია.
ჩიოტაირიუმ ბრძოლა ძალიან მძლავრად დაიწყო და ქართველი ოშიდაშის ილეთით გაიყვანა დოჰიოს მიღმა. ხვალ, 10 მარტს, ტოჩი მე-8 მაეგაშირა კირიბაიამას დაუპირისპირდება.
რაც შეეხება გაგამარუს, თეიმურაზ ჯუღელმა ჰარუ ბაშოს მეორე დღეც გამოტოვა.