ტოჩინოშინი ურთულესი მდგომარეობიდან გამოძვრა - ქართველის ზედიზედ მეორე ლამაზი ბრძოლა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოს მე-8 საშეჯიბრო დღეს 2019 წლის მარტის ბაშოს გამარჯვებულ ტამავაშის დაუპირისპირდა და მეტოქე უვატედაშინაგეს ილეთით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ტავარაზე მიბჯენილმა მოახერხა მდგომარეობიდან გამოძრომა.

ტოჩიმ, გუშინ 14 მარტს, ტაკარაფული საოცარ ბრძოლაში დაამარცხა და დღეს კი, ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.

ამ შეხვედრის შემდეგ ლევანის მიმდინარე ბალანსი 3:5-ზე აქვს და მომდევნო ორთაბრძოლას მიოგირიუს წინააღმდეგ გამართავს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბატონებო, შეხვედრის წაგება-მოგების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში გამორიცხეთ სიტყვა "მოულოდნელი", ანუ ლევანი ან იგებს ან აგრებს და მის ბრძოლაში მოულედნოლება არ შეიძლება არსებობდეს, იმიტიმ, რომ ის ყოფილი, მაგრამ ჩემპიონია და დოჰიოზე ყველასგან ყველაფერს უნდა ელოდეს. მაპატიეთ პირდაპირობისათვის.
ჟორა
15 მარტი 2020 23:01
0
გაიხარე, ლევან გორგაძე!
აიგია
15 მარტი 2020 21:18
2
ყოჩაღ ტოჩი! მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლე, გაახარე ქართველი ხალხი!!!
მანჩო
15 მარტი 2020 17:22
1
დისლაიქის ავტორი ვინაა, მოკითხვა მას ჩემგან
Baggio
15 მარტი 2020 20:56
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული