ტოჩინოშინი ურთულესი მდგომარეობიდან გამოძვრა - ქართველის ზედიზედ მეორე ლამაზი ბრძოლა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოს მე-8 საშეჯიბრო დღეს 2019 წლის მარტის ბაშოს გამარჯვებულ ტამავაშის დაუპირისპირდა და მეტოქე უვატედაშინაგეს ილეთით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ტავარაზე მიბჯენილმა მოახერხა მდგომარეობიდან გამოძრომა.

ტოჩიმ, გუშინ 14 მარტს, ტაკარაფული საოცარ ბრძოლაში დაამარცხა და დღეს კი, ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.

ამ შეხვედრის შემდეგ ლევანის მიმდინარე ბალანსი 3:5-ზე აქვს და მომდევნო ორთაბრძოლას მიოგირიუს წინააღმდეგ გამართავს.

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ