ტოჩინოშინს ჰენკა მეორედ გაუკეთეს...

AutoSharing Option
ჰარუ ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, მე-6 მაეგაშირა მიოგირიუს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

მიოგირიუმ ჰენკა გააკეთა, ანუ საწყის შეჯახებას თავი აარიდა და ლევანმაც ბრძოლაში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. ამ მარცხის შემდეგ ტოჩის 6 წაგების წილ აქტივში 3 გამარჯვება აქვს.

ტოჩინოშინი მიმდინარე ბაშოზე მე-9 მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად კიდევ 2 გამარჯვებაც ეყოფა.

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ