ტოჩინოშინმა მაკე-კოში გაიფორმა - რა ელის ქართველ სუმოისტს?!

AutoSharing Option
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ჰარუ ბაშოს მე-13 დღეს კოტოშოგიკუს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ტავარასთან მიმწყვდეული ტოჩინოშინი მეტოქის მიძალებას ლამის 1 ფეხით ეწინააღმდეგებოდა, ჩანდა, რომ მეორე ფეხს ძალას ვერ ატანდა და ბოლოს დანებდა.

სამწუხაროდ, ეს მარცხი ტოჩისთვის მე-8 იყო და უარყოფითი ბალანსი (მაკე კოში) გაიფორმა. თუმცა, 5 მოგება სუმოს უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ტოჩინოშინისთვის საკმარისი იქნება და დარჩენილი 2 ბრძოლაც რომ დათმოს, მაკუუჩის დივიზიონში ადგილს მაინც შეინარჩუნებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ლევანა გორგაძე სანამ ფეხზე დგას(ერთ ფეხზეც) სუმოს თავს არ დაანებებს, ჯურიოშიც რომ გავარდეს. ბევრჯერ ვთქვი და ვიმეორებ გაუგებრებისთვის, კაცი მუშაობს, ფულს შოულობს, ისევე როგორც სხვა პროფესიის ქართველები.
ozeki
20 მარტი 2020 19:29
1
გეთანხმებით, ტოჩისაც ჰყავს ოჯახი, დაანებეთ თავი, თვითონ იცის თავისი საქმის!
მანჩო
21 მარტი 2020 09:43
1
მოკლედ სუფთა სპორტული თვალსაზრისით არ იქცევა სწორად და ვინც ვაკრიტიკებთ უფლება გვაქვს ნამდვილად, რომ ვაკრიტიკოთ. თავისუფლად შეეძლო აქამდეც და ეხლაც შეუძლია 2 ბაშოს ან თუნდაც მეტის მთლიანად გამოტოვება, მკურნალობა ნორმალურად და მერე გამოსვლა, 35 წელს ზემოთაც ხედავთ რომ ასპარეზობს ხალხი, მარა ამას ხელფასი და პრემიალურები არ ეთმობა, ხანდახან მაინც როცა იგებს საკმაოდ დიდ თანხებზეა ლაპარაკი მანდ. როგორც ჩანს ურჩევნია ფული აკეთოს რა, სანამ ცოლს მოიყვანდა სამაგალითო სპორტსმენი იყო, იმის შემდეგ აურია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ თვითონ ჭიდაობს თავისი საქმეა რას იზამს, უბრალოდ გასაკრიტიკებელი არის ნამდვილად სპორტული თვალსაზრისით
FootballFan
20 მარტი 2020 18:44
8
მომისმინე დზმა, სანამ რამეს დაწერ გაარკვიე მანამდე რას წერ,2-3 ბაშო გამოტოვოსო რო ამბობ, 2-3 ბაშო რო გამოტოვოს იცი რო უმაგლეს ლიგას რო დაემშვიდობება და ჯურიო ლიგაში რო გადავა?როგორ გონია მას უხარია მოტეხილი ფეხით ჭიდაობა?
ამას იმიტო აკეტებს რო მინ 5 მოიგოს და მაკუუჩიში ადგილი რო შეინარჩუნოს, ასე რომ გაარკვიეთ ჯერ ან ჩაიხედეთ ამ სპორტში და მერე აბრახუნეთ ბრტყელ ბრტყელი სიტყვები
guja football fans
21 მარტი 2020 10:42
1
არ შეიძლება რომ ეს ფეხი მორიჩინოს და მერე გავიდეს შეჯიბრებებზე? გამოტოვოს რამოდენიმე არ დაინვალიდდეს ეს ბუმბერაზი კაცი
Niko
20 მარტი 2020 17:21
2
ვინც ამ კაცს აკრიტიკებს ყველა არასწორორია!!!
ავჭალიდან
20 მარტი 2020 14:35
13
ეს კაცი ჩვენი სიხარული იყო და ჩვენი დარდი გახდა.
zurab
20 მარტი 2020 12:43
2
შეწყვიტოს ორთაბრძოლები.
დივიზიონიდან აღარ ვარდება და ჯობია ფეხს გაუფრთხილდეს!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
20 მარტი 2020 12:37
1
Xo xedavs ro ukan ukan midis dges iseti droa hakuhoc ki tu pormashi araa ugeben cali xelit a pexit mand veravis mougeb gaemaza 1 celi emkurnala da 2 bashoze dabrundeboda elitashi aba esaa kai tyuilad saxels ircxvens
Roma
20 მარტი 2020 12:33
0
ოძეკობა რომ დაიბრუნა, მაშინ უნდა წასულიყო სპორტიდან.
fani
20 მარტი 2020 12:21
6
კიიიი...მარა ვერ შეელია...აგერ გოეიდოა მაგალითი...
მიროსან
20 მარტი 2020 13:02
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული