ტოჩინოშინმა მაკე-კოში გაიფორმა - რა ელის ქართველ სუმოისტს?!

AutoSharing Option
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ჰარუ ბაშოს მე-13 დღეს კოტოშოგიკუს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ტავარასთან მიმწყვდეული ტოჩინოშინი მეტოქის მიძალებას ლამის 1 ფეხით ეწინააღმდეგებოდა, ჩანდა, რომ მეორე ფეხს ძალას ვერ ატანდა და ბოლოს დანებდა.

სამწუხაროდ, ეს მარცხი ტოჩისთვის მე-8 იყო და უარყოფითი ბალანსი (მაკე კოში) გაიფორმა. თუმცა, 5 მოგება სუმოს უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ტოჩინოშინისთვის საკმარისი იქნება და დარჩენილი 2 ბრძოლაც რომ დათმოს, მაკუუჩის დივიზიონში ადგილს მაინც შეინარჩუნებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს კაცი ჩვენი სიხარული იყო და ჩვენი დარდი გახდა.
zurab
12:43 20-03-2020
2
შეწყვიტოს ორთაბრძოლები.
დივიზიონიდან აღარ ვარდება და ჯობია ფეხს გაუფრთხილდეს!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
12:37 20-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული