ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინის პოზიცია შეიცვალა

AutoSharing Option
დღეს, 27 აპრილს, იაპონიის სუმოს ასოციაციამ ახალი ბანძუკე, ანუ რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რიკიშები მომავალ ბაშოზე გამოვლენ.

ცვლილება შეეხო ორივე ქართველ სუმოისტს. ტოჩინოშინმა გასულ სუპერშეჯიბრებაზე 6:9-ზე ბალანსი დააფიქსირა და რეიტინგში 2 პოზიციით დაიხია. თუ ლევანი წინა ბაშოს მე-9 მაეგაშირას სტატუსით შეხვდა, ახლა მე-11 მაეგაშირა იქნება.

სამწუხაროდ, ასევე დაქვეითდა გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი, რომელმაც წინა ბაშო ტრავმის გამო გამოტოვა. გაგამარუ ახლა მე-4 დივიზიონის, სანდანმეს 28-ე ნომერი იქნება.

მომზადებულია Japan Times-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
კაი რა რავა ყველაფერი სპოპრტად აქციეთ,. ამერიკული ფეხბურთის არ იყოს.
ლევანი
28 აპრილი 2020 11:35
0
რაღა დროს ტოჩინოჩია, ცოტა ხანში პომიდორზე მოსაყრელი მარილიც აღარ ექნება
მიხო
27 აპრილი 2020 16:49
44
ჰა, ჰა, მაგარია.
ოზეკი
27 აპრილი 2020 17:50
8
ვინმეს აინტერესებს ეს სპორტის სახეობა საქართველოში?ინდოეთში ბალახის ჰოკეიში ვინმე ქართველი რომ თამაშობდეს იმაზეც ამდენი უნდა წეროთ?
ნაკამურა
27 აპრილი 2020 16:48
49
იმედია ამ იძულებითი შესვენების დროს მოირჩენს ფეხს ტოჩი და სრულად გამოჯანმრთელებული მაგარ შედეგს დადებს შემდეგ ბაშოზე
ალექსი
27 აპრილი 2020 15:20
1
ტურნურს რომ ბანძუკე ერქმევა ხო აზრზე ხართ..
გიორგი
27 აპრილი 2020 13:57
31
ისე რა მაგრად გესმის ეს თემა... ახახახახახა... ჯერ იკითხე რა რას ჰქვია და მერე დაწერე... ახახახახა მაგრად გამეცინა
2134
27 აპრილი 2020 16:38
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული