ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან მოისროლა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ივლისის ბაშოს XI დღეს ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, კოტოიუკის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, ოშიდაშის ილეთით დამარცხდა მეტოქესთან, რომელსაც აქამდე 8-ჯერ შეხვედროდა და ურთიერთშეხვედრებში წაგება არ ჰქონდა.

კოტოიუკიმ აგრესიული ტაჩიაით დაიწყო ორთაბრძოლა - თავის სტილში, ოში ძუმოს (დისტანციაზე ბრძოლა - ხელების კვრა, სახეში გარტყმა) სტილს მიჰყვა. მართალია, ტოჩიმ მეტოქე დოჰიოს მიღმაც კი გააგორა, თუმცა გვიანი იყო, ქართველს ფეხი დოჰიოს მიღმა ჰქონდა გადადგმული...

ამ მარცხის შემდეგ ქართველი ფალავნის ბალანსი 6:4-ზე გახლავთ და კაჩი-კოშის (დადებითი) ბალანსის გასაფორმებლად 2 გამარჯვება სჭირდება.



მკითხველის კომენტარები / 2 /
ანრი ისწავლე გამართული წერა-კითხვა!! ,,შეხვედროდა" კი არა შეხვედრია. ვაი საიდან მოვიდნენ ასეტი უწიგნურები.
დათო
29 ივლისი 2020 09:21
2
ანრის მერე მძიმე უნდა. ვაის მერე მძიმეც უნდა. "ასეტი" არა, ასეთი. კარგია თქვენნაირი ნაკითხი ხალხიც რომ გვყავს
დათოს
29 ივლისი 2020 10:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული