ტოჩინოშინი დოჰიოდან უცნაურად გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, აკი ბაშოს მე-4 საშეჯიბრო დღეს მე-5 მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა და საკმაოდ უცნაური მარცხი იწვნია.

არც ისე ძლიერი სასტარტო შეჯახების შემდეგ ტოჩიმ უკან დაიხია და ფაქტობრივად, თავად გავიდა დოჰიოდან, თან ისე ჩანდა, მაქსიმალურად მოერიდა მეტოქესთან ძალისმიერ კონტაქტს.

დოჰიოდან გასვლის შემდეგ კი აშკარად ჩანდა, რომ მუხლს მოერიდა... როგორც ჩანს, ქართველ მთაკაცს ისევ სტანჯავს ტკივილები...


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
გაქანებულ ვირუსში ამ გორაკაცის ტანჯვის ყურებაღა აკლდა ხალხს.
ozeki
20:24 16-09-2020
1
ლევანი ადრე სულ სხვანაირად ჭიდაობდა,ახლა კი სულ სხვანაირად.ტრავმები აიძულებს,ბრძოლის დროს აქცენტები შეცვალოს.ახლაც მხრით სცადა მეტოქის შეჩერება.არ ვიცი საბოლოოდ როგორი შედეგი ექნება,მაგრამ წარმატებისათვის ყველაფერს რომ გააკეთებს,ვიცი.წარმატებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ ლევანს.
სოსო
16:21 16-09-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული