ტოჩინოშინის ულამაზესი გდება და დამარცხებული ექსოძეკი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, აკი ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს მის მსგავსად ყოფილ ოძეკი ტაკაიასუს დაუპირისპირდა და კაკენაგეს ილეთით დაამარცხა მეტოქე.

ბრძოლა ტოჩისთვის არც ისე კარგად დაიწყო - ქართველმა ვერც ჩავლების აღება მოახერხა და პირიქით, მოწინააღმდეგეს ორივე ხელით მისი მავაშის აღების უფლებაც მისცა. თუმცა ბოლოს მაინც ლამაზი გდებით მოიპოვა გამარჯვება.

ეს ტოჩისთვის მიმდინარე ბაშოზე მეორე გამარჯვება იყო 3 მარცხის წილ. ხვალ ლევანი მისთვის უხერხულ მეტოქე შოდაის დაუპირისპირდება, რომელთან ჭიდაობაშიც ბოლო მძიმე ტრავმა მიიღო.




ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტოჩიზე რომ წერთ კარგია მაგრამ, მოკლედ მაინც გადმოეცით და მიმოხილვა დადეთ რა მდგომარეობაა ტურნირზე, ტოჩის გარდა არ ჭიდაობს არავინ?
Gk
18 სექტემბერი 2020 09:14
0
ტანტრისტულ ვნებათა აღმაფრენა, კამასუტრის ისულისკვეთების ზეიმი და ქართული ჭიდაობის ილეთების დიადი გაელვება!
ხოზრევანი
17 სექტემბერი 2020 18:05
0
ისევ ქართული ჭიდაობის ცოდნამ უშველა
zaza
17 სექტემბერი 2020 14:52
0
რაია ეს? რავა კვანტი გამოსდო ამხელა ბელტს და სდურთა ტლაპოში?
ოზუზი
17 სექტემბერი 2020 13:06
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული